ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლას პირველი მაისიდან შეუდგებიან

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა  2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.

ამ დროისათვის, თბილისის, ქობულეთისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრებში  1490 ადამიანი  შემდეგ მიმართულებებზე დარეგისტრირდა:  ტურიზმი, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საინჟინრო  და სხვა.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სამშენებლო ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი მომავალი სტუდენტები მიიყვანა და ის გარემო გააცნო, სადაც ისინი პირველი მაისიდან სწავლას შეუდგებიან. 

”სპექტრში” წელს სამშენებლო მიმართულების რამდენიმე ახალი კურსი ამოქმედდა, ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT)-ის  უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. სასწავლებელი  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს ამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.

”სპექტრში” შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება: ფართო პროფილის მშენებელი, გზის მშენებელი, დურგალი, კალატოზი, მებათქაშე, სანიტარულ–ტექნიკური მომსახურეობა, ამზომველ–გეოდეზისტი,  მხაზველ–ამზომველი, განათებისა და ძალური ქსელების ელექტრო–მემონტაჟე,  მაცივრებისა და კონდიციონერების ოსტატი, ავტომექანიკოსი–ზეინკალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს–ოპერატორი, ბუღალტერ–მოანგარიშე, მდივან–რეფერენტი, მობილური ტელეფონების შემკეთებელი, პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელი მექანიკოსი და სხვ.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა  რეგისტრაცია და მათი ვაუჩერული დაფინანსება თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს. ვაუჩერით სრულად  სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები ფინანსდებიან, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე