ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია მასწავლებლის სახლში

მასწავლებლის სახლში ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას - „შექსპირიდან დიკენსამდე“ ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტები, მაკმილანის ექსპერტები  ლუკ პროდრომო და დეივიდ გიბსონი უძღვებოდნენ. 

ბრიტანელმა ექსპრტებმა შექსპირისა და დიკენსის შემოქმედებაზე მოხსენებები წარმოადგინეს, ისაუბრეს მათ როლზე ინგლისური ენის განვითარებასა და სასწავლო პროცესში მათი ნაწარმოებების მნიშვნელობაზე.  კონფერენციას  ინგლისური ენის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებების, პრეზენტაციებისა და განხილვების გარდა, შექსპირისა და დიკენსის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული  მცირე მასშტაბის წარმოდგენები გაიმართება, ასევე მოხდება დიკენსის რამდენიმე რომანის ეკრანიზაციის ჩვენება. გაიმართება დისკუსიები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე