ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამტრედიის სკოლა-პანსიონში მანდატურების სტუმრობა გრძელდება

მანდატურებმა  და „ლიბერთი ბანკის“  წარმომადგენლებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის   სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და  ”ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებმა  სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები ლექსებსა და სიმღერაში წარუდგინეს.

მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს.

სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის  მანდატურების სტუმრობა კვლავაც გაგძრძელდება. მათი მიზანია, იზრუნონ სკოლის მოსწავლეების და მსაწვალბელების  უსაფრთხოებაზე.  ქუთაისის  მანდატურები  სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს  კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე