ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. დირექტორობის მსურველთა კომპიუტიზირებული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება. 

საგამოცდო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. 

კონკურსანტებს ელექტრონული გამოცდის ჩასაბარებლად 2 საათი და 30 წუთი ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობას, დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა გარდა, ის მოქალაქეებიც იღებენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.  

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპის, კომპიუტიზირებული გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი მეორე ეტაპს, გასაუბრებას გაივლის.  თითოეული მათგანი გასაუბრებაზე სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის წინაშე პრეზენტაციას წარადგენს.

ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც  თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.

მასწავლებლის სახლში მიმდინარე კონკურსს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე