ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"Summer Job" პროგრამის მონაწილეებთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებელთან (ელ.ფოსტაში მითითებულ მისამართზე) და ხელი მოწერონ შრომით ხელშეკრულებას.  სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ხელშეკრულების გაფორმებისათვის არ არის საჭირო რეგისტრაციის კოდი. იმ შემთხვევაში თუ ელ.ფოსტაში არ არის მითითებული ან არასრულადაა მოცემული დამსაქმებლის მისამართი, სტუდენტმა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და პრობლემა უნდა მოგვწეროს ელექტრონულ მისამართზე [email protected]

თუ სტუდენტი მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება დამსაქმებელთან და ხელს არ მოაწერს შრომით ხელშეკრულებას, იგი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ გამოცხადდება ხელახალი რეგისტრაცია. ეს საშუალებას მისცემს სხვა სტუდენტებს, ხელახლა მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში.

პლასტიკური ბარათების მიღება სტუდენტებს მათ მიერ არჩეულ ბანკის ფილიალში შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ ყველა იქნება ინფორმირებული. პლასტიკური ბარათის მისაღებად სტუდენტებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეგისტრაციის კოდი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე