ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი შენდება. დღეს, მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო. 

თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.

კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი  და სხვა.  კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

ახალი პროფესიული კოლეჯი  საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.

დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ  მომზადებული კადრები  შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე