ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ევროპის დღის” აღსანიშნავი კონკურსები იმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად შემდეგ კონკურსებს აცხადებს:
  • ნახატების კონკურსი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”თბილისი ევროპული ქალაქი”;
  • ფოტო-კონკურსი  VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”თბილისი ევროპული ქალაქი;
  • ვებ-კონკურსი  VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”ჩვენ ვიცნობთ ევროპას”.

დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსების პრეზენტაცია თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და   ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა  კონკურსის პირობები 77-ე სკოლის მოსწავლეებს პირადად გააცნეს.

ნახატების კონკურსში ”თბილისი ევროპული ქალაქი” მონაწილეობას  თბილისის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამავე თემაზე ფოტოკონკურსში მონაწილეობას თბილისის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. სკოლებში საუკეთესო ორი ფოტო და ნახატი შეირჩევა, რომელიც რესურსცენტრებში 24 აპრილამდე უნდა იყოს წარმოდგენილი.

საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური კომისია  შეარჩევს, მათაგან  კი,  I, II, III ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. საუკეთესო ნახატები და ფოტოები გამოიფინება, ხოლო გამარჯვებულებს თბილისის მერია, საკრებულო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრიზებით დააჯილდოებს.

4 მაისს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ვებ-კონკურსში ”მე ვიცნობ ევროპას”, სადაც პასუხს 70 კითხვას გასცემენ. ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მეტ კითხვას გასცემს სწორად პასუხს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.

ევროპის დღე სათავეს 1950 წლიდან იღებს. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეით გამოვიდა, ამიტომ 9 მაისი მიჩნეულია, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. როგორც წესია, ამ მნიშვნელოვან დღეს ევროპაში აღნიშნავენ ოფიციალური ღონისძიებებით, ოფიციალური გამოსვლებით, ფესტივალებით, გამოფენებით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე