ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის ინტერვიუ ,,ეხო მოსკვი’’-სთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს  ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, საქართველოში თერთმეტი, ხოლო თბილისში ორი რუსული სკოლა და 39 რუსული სექტორი ფუნქციონირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია არჩევანში, თუ რომელი უცხო ენა შეისწავლოს. თუმცა, საქართველოში პრიოტიტეტულ და მთავარ უცხო ენად ინგლისური ენა რჩება. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 73%  ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აირჩია, რაც იმაზე მიუთითებს რომ მოსახლეობის უმეტესებობა არჩევანს სწორედ ინგლისურ ენაზე აკეთებს. რაც გლობალიზაციის პირობებში სრულიად  სწორი გადაწყვეტილებაა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პატივს სცემს რუსულ კულტურას, მაგრამ ამავდროულად ყველას ახსოვს ოთხი წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამომჟღავნებული ღია აგრესია, რუსეთმა  მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 25% -ის ოკუპაცია, დაღვარა უდანაშაულო ადამიანების სისხლი.

,,ეხო მოსკვი’’-ს  ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს,ასევე ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინტერვიუ ,,ეხო მოსკოვ’’-ს ეთერში დღეს 16:30სთ გავა. მინისტრის ინტერვიუს  ნახვა რადიოსადგურის ვებ-გვერდზე  www.echo. msk.ru  იქნება შესაძლებელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე