ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს” - ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზი

ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს”  ავტორი თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია. საუკეთესო ლოგოდ გურჯაანის რაიონის, სოფ. მელაანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ელზა თამაზაშვილის ნამუშევარი დასახელდა.

გამარჯვებული დევიზისა და ლოგოს ავტორებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პორტატული კომპიუტერები და დიპლომები გადასცეს,  წამახალისებელი სიგელი კი, ყველა  მონაწილეს  გადაეცა.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა და მისი მიზანი  მოსწავლეების  ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვა იყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა. მიუხედავად მიღწევებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და  ნარკომანიის პრევენციის კუთხით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე