ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დედაენის დღეს წალკაში ქართული ენის სახლი გაიხსნა

ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს. 

ენის სახლში ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. სახელმწიფო ენის დაუფლებას აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს.

ქართული ენის სახლები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში  გაიხსნება. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში უკვე მოქმედებს რვა ქართული ენის სახლი. ასეთი ცენტრები  ამ რეგიონების სხვა რაიონებშიც ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას.

ახლადგახსნილ ქართული ენის სახლში სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ქართულ ენას  სპეციალურად შექმნილი ინტენსიური კურსის მეშვეობით შეასწავლიან.

ქართული ენის სახლებისთვის  საგანგებოდ მომზადდა პროგრამები, შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, შენობები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით. ასეთ ცენტრებში კვალიფიციური პედაგოგები თანაბარ პირობებს უქმნიან ყველა მსურველს, მიიღონ განათლება და გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.

სიმბოლურია, რომ ქართული ენის სახლი 14 აპრილს ქართული ენის დღეს გაიხსნა. 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა.

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე