ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაენის დღეს, 14 აპრილს პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებსა და მათ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათთან ერთად შეაფასა 2011-2012 სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები და სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა. პროგრამაში უკვე 300-ზე მეტი მასწავლებელია ჩართული.

პროგრამის მონაწილეთა მთავარი ფუნქცია ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობა და ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებაა. ისინი აგრეთვე თანამშრომლობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და გაკვეთილებს ბილინგვური მეთოდით ატარებენ.

სპეციალურად პროგრამის ფარგლებში ქართული ენის სახელმძღვანელოები შეიქმნა, პირველ ეტაპზე  I-IV დონის, წლის ბოლომდე თორმეტივე დონისთვის გამოვა. სასწავლო მასალა  სწავლების თანამედროვე მეთოდებს ეფუძნება და  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზეა მორგებული. აგრეთვე მნიშვნელოვანია, დამხმარე აუდიო-ვიზუალური მასალა და კომპიუტერული თამაშები, რომელიც სახელძღვანელოებს თან ახლავს.

პროგრამის ყველა მონაწილე ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და ოჯახის წევრებსაც ასწავლიან სახელმწიფო ენას, მათ სკოლებში ქართული ენის კლუბი და სხვადასხვა სახის წრეებიც შექმნეს, რაც მოსწავლეებს უადვილებს გაიცნონ საქართელოს კულტურა და ჩაერთონ სხვადასხვა სახის არაფორმალურ აქტივობებში.

პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე