ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Summer Job”-ის მონაწილეები იმ გარემოს გაეცნენ, სადაც ზაფხულში დასაქმდებიან

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროექტის მონაწილე სტუდენტებთან ერთად ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ”არქიმედეს კლინიკას” ეწვივნენ და  ის გარემო დათვალიერეს, სადაც მომავალი ექიმები ზაფხულში დასაქმდებიან.

დასაქმების პროექტის ”Summer Job” მონაწილეები, რომელთაც სამედიცინო მიმართულება აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით  არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევთ, ამით ისინი გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ”Summer Job” ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.  სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

ერთთვიანი სამუშაოს შესრულებისას გამომუშავებული თანხა სტუდენტს საშუალებას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა  სურვილისამებრ გამოიყენოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე