ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ანალოგი ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. ცენტრი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისათვის. ცენტრი ასევე დაეხმარება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და კომპანიებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც.  

ცენტრის პრეზეტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქრთველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი  კახა შენგელია, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი  ლიზა ლამბერტი დაესწრნენ.

”საქართველოს სტრატეგიებისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრი”  კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა. პრეზენტაციის დროს განხილული იქნა ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, კვლევის სფერო და სპეციფიკა, მისია, მიზნები და ხედვა, მომავალი სამოქმედო გეგმები, აგრეთვე მეთოდოლოგია და სხვა ძირითადი ასპექტები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის განვითარების”  შედეგების განხილვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე