ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ქალბატონ კორნელია პიპერს შეხვდა. მინისტრმა კორნელია პიპერს და დელეგაციის სხვა წევრებს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრის ინიციატორი ქალბატონი კორნელია პიპერი იყო.

დელეგაციის  შემადგენლობაში ასევე იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, გერმანიის პარლამენტის წევრი, ქალაქ ჰალეს მერი და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის რექტორი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გერმანული ენის გაძლიერებულად სწავლებასა და ამ მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს, ასევე  განიხილეს მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედების  საკითხი. გერმანულმა მხარემ  მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს იმ სკოლების დახმარება, სადაც გერმანული ენა გაძლეიერებულად ისწავლება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე