ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში რეგიონის მასშტაბით ერთადერთი უნიკალური ლაბორატორია ამოქმედდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან  დიმიტრი შაშკინთან და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსთან გიორგი ხიზანიშვილთან ერთად,  უნიკალური ლაბორატორია გახსნა. 

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია საქართველოში საინჟინრო დარგის განვითარებას შეწყობს ხელს და ღია იქნება  ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულების,  სტუდენტისა და  მეცნიერისთვის. აქ შესაძლებელია პრაქტიკული სამუშაოების, ცდებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ლაბორატორიაში  იწარმოებს ანალიზი შენობის მდგარდობის განსაზღვრის მიზნით.

საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. რეგიონის მასშტაბით  ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია.  აქ შესაძლებელია სამშენებლო მასალების უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით ტესტირება.

ტექნიკური, ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა საშენი მასალების, გეოტექნიკური და ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიებში არსებული აპარატურა. აქ ხორციელდება ცემენტის, ბეტონის, ლითონის კონსტრუქციების და სხვა სახის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობები ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესწავლა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ასევე  გრუნტების მახასიათებლების დადგენა შემდგომში მშენებლობისათვის სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ლაბორატორიაში მოქმედი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია შენობა-ნაგებობების 3-D სკანერით დასკანერება და სამგანზომილებიან ფორმატში ზუსტი გამოსახულების შექმნა. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს შვეიცარული წარმოების გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS), რომელიც  გამოიყენება მიწის ნაკვეთების ზუსტი აზომვითი ნახაზის შედგენისათვის, საპროექტო და ტოპოგეოდეზური სამუშაოების შესასრულებლად. თანამედროვე აპარატი საჯარო რეესტრის GEO-CORS-ის სისტემაშია ჩართული, რაც იძლევა საშუალებას მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღებას.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  ლაბორატორიისათვის ასევე შეიძინა შვედური წარმოების ხელსაწყო გეორადარი, რომელიც  როგორც არქეოლოგიურ, ასევე საინჟინრო და გეოლოგიურ კვლევებში გამოიყენება.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე