ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი პროექტი ამერიკული კულტურით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკისმცოდნეობის ზოგადი  კურსი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებზე. კურსის ამოქმედება საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის 20 წლისთავს მიეძღვნა. 

პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიას, ამერიკის პოლიტიკას, ხელოვნებასა და ლიტერატურას გაეცნობიან.  აგრეთვე აღნიშნული პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ანალიტიკურად შეაფასონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაეცნონ ამერიკულ ფასეულობებს, ცხოვრების წესსა და  ტრადიციებს. 

პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და შავი  ზღვის  საერთაშორისო  უნივერსიტეტიდან  მოწვეული ამერიკისმცოდნეობის  ფაკულტეტის  მაგისტრანტები.

პროექტის პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე