ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე  გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.
   
მინისტრმა 82-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზე, ბარიერზე და შეფასების სისტემაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა   მეთორმეტეკლასელების შეკითხვებსაც უპასუხა.

 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. წელს იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარი 5.5. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს  გაიმართება. ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად.

სკოლებში მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.

2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდა მასში 8 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობდნენ და ამით იმ გარემოს ეცნობოდნენ, რომელიც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

საცდელი ტესტირების  შედეგებს ყველა მონაწილე 25 აპრილს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სპეციალურ საძიებო სისტემაში იხილავს.

მინისტრის განცხადებით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე