ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამთავრობო საათი პარლამენტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტარები განათლებისა და მეცნიერების  სფეროში განხორციელებული სიახლეებითა და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ.

სამთავრობო საათზე დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა სისტემაში  გატარებულ და უახლოეს  პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზეც, მათ შორის 2012 წლის ძირითად პრიორიტეტებზე.  მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე და ახალ ინიციატივაზე  გააკეთა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების დამატებითი სტიმულები შეიქმნება, უნარ-ჩვევებში გამოცდის  ჩაბარების შემდეგ, მიღებული ქულების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო გრანტი გაიუმჯობესონ ან,  თავიდან მოიპოვონ დაფინანსება. 
 
სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება სპეციალური ფონდები, საიდანაც ის წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე