ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”Summer Job”-ის მონაწილეების შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო 2500 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და განათლებისა  მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სტუდენტების გაცნობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მხრიდან დამსაქმებლების და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სფეროში დასაქმებული სტუდენტები  ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ობიექტებზე იმუშავებენ: ,,საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", "საქაერონავიგაცია", "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური", საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია, "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო", ,,ბორჯომის პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი“, საქართველოს ფოსტა, სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო საწარმოები, მუნიციპალიტეტები და სხვა.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში  ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე