ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე შერჩეულმა VIII-XII კლასის 75-მა მოსწავლემ დღეს  შესარჩევი ეტაპი  თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიარა. ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიისა წერითი ტურების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქუდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

2012 წელს საქართველო ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. სინგაპურში, არგენტინაში, იტალიასა და ესტონეთში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები ივლისსა და სექტემბერში გაემგზავრებიან. 

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდები საუკეთესო შედეგების 19 მოსწავლისგან დაკომპლექტდება. ნაკრები გუნდების წევრები ერთთვიან სპეციალურ მომზადებას გაივლიან. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მათ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მეცნიერები  ჩაუტარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების მომზადება  მეოთხე წელია მიმდინარეობს. ქართველი მოსწავლეები თითქმის ყველა საერთაშორისო ოლიმპიადიდან გამარჯვებულები ბრუნდებიან.

Video




ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე