ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია გაიმართა

28-30 აპრილს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია მიმდინარეობს, დღეს სესია სკოლა “ოლიმპი”-ში გაიხსნა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე მონაწილეობდა.  სესიის თემას წარმოაგდენს „ახალგაზრდობა-სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი". ევროპარლამენტის სიმულაციაში  11 საჯარო სკოლის X-XII კლასის 80-მდე მონაწილეობს. 30 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში გენერალური ასამბლეა შედგება.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები კომიტეტებში ნაწილდებიან და სხვადასხვა აქტუალური პრობლემის განხილვის შემდგომ ინგლისურ ენაზე რეზოლუციებს შეიმუშავებენ. საკომიტეტო მუშაობისას განსახილველი საკითხები შეეხება როგორც ევროკავშირის მასშტაბით არსებულ პრობლემებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ოფიციალური დახურვის ცერემონიალზე ყველა მონაწილეს  სერთიფიკატი გადაეცემა.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, როგორც სასკოლო პროექტი  1987 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით პროექტმა სტუდენტების დიდი ინტერესიც დაიმსახურა. საქართველომ ორგანიზაციის ოფიციალური წევრის სტატუსი 2008 წელს მოიპოვა. მას შემდეგ არაერთი სესია ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, დუშეთსა და ბორჯომში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე