ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა გამოცდა ექსპერიმენტულ ნაწილში

წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში აბარებენ. ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს. გამოცდაზე პედაგოგებს ის ცოდნა მოეთხოვებათ რაც აუცილებელია თანამედროვე ”აინშტაინის ლაბორატორიაში” პრაქტიკული მეცადინოებების მაღალ დონეზე წარმართვისათვის. ექსპერიმენტულ ნაწილს 300-მეტი პედაგოგი აბარებს.

გამოცდის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.

გამოცდაზე ქიმიის პედაგოგს მოეთხოვება: მარტივი ლაბორატორიული ექსპერიმენტების სწორად დაგეგმვა, საჭირო მოწყობილობების აწყობა და ცდის უსაფრთხოდ ჩატარება. გამოცდით მოწმდება პედაგოგის მიერ ლაბორატორიული ჭურჭლის, მოწყობილობების და რეაქტივების რაციონალურად, სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების უნარი, ლაბორატორიული სამუშაოს დაგეგმვის უნარი, ლაბორატორიაში მუშაობის ტექნიკის ფლობა და ა.შ.

ბიოლოგიის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ანიმაციაზე მოცემული ბიოლოგიური პროცესის ამოცნობა, მიკროპრეპარატის წაკითხვა, სტრუქტურების ამოცნობა, მათი ფუნქციების დახასიათება, მოწოდებული მასალის ანალიზი და გენეტიკური კანონზომიერების დადგენა.

ფიზიკის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ექსპერიმენტული დავალების ამოხსნა, სამუშაო ფორმულის მიღება, მოცემული აღჭურვილობით  საჭირო დანადგარის აწყობა, გაზომვების ჩატარება და სხვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე