ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ჩახნაშვილმა საპატიო დოქტორები დააჯილდოვა

თბილისის ღია უნივერსიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქათველოში ჩენ ჯიანფუს და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ღია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები დააჯილდოვა. 

თითოეული საპატიო დოქტორის მხარდაჭერით, თბილისის ღია უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება.  დიდია მათი როლი ღია უნივერსიტეტში  დასავლური სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში. 

თბილისის ღია უნივერსიტეტში არსებული ტრადიციის მიხედვით, პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეებს, დიპლომატებს,  საგარეო პოლიტიკის  სფეროში მოღვაწე პირებს, უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით უნივერსიტეტის წინაშე, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ენიჭებათ. 

თანამედროვე სტანდარტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლება შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიმდინარეობს:  სამართალი, სოციალური მეცნიერება და ბიზნესი და  ინჟინერიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც ფართო სპექტრის  საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე