ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროს დელეგაცია მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრებიან.

ყოველწლიური კონფერენცია სამი დღის განმავლობაში აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება და მასში მსოფლიოს 40 ქვეყნის 50-ზე მეტი ფონდის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნების ფონდების წარმომადგენლებს შეხვდება, მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.

კოკა სეფერთელაძე და სულხან სისაური მონაწილეობას მიიღებენ ნიუ-იორკის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტეინჰარდტის კულტურის, განათლებისა და ადამიანის განვითარების სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაშიც. ისინი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს მიღწევებს გაეცნობიან. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლებთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე