ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა  მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო. სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ები რეგიონების სკოლებს უკვე გადაეცა. პირველ ეტაპზე School Box-ი 1500 სკოლას დაურიგდება. 

School Box-ი ეს არის ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში ეხმარება.

უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს  შესაძლებლობა ექნება უწყვეტ  რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.

წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი School Box-ების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციას ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება  ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი.

School Box-ის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების სკოლებისთვისაა, ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე