ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ფოთის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა

თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში 200 პროფესიულ სტუდენტს მიიღებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აქ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლიან. 

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფოთის პოფესიულ კოლეჯს ეწვია და სტუდენტებთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. შემდუღებელთა სახელოსნოში მინისტრმა ამ პროფესიაში თავისი შესაძლებლობაც მოცადა.

კოლეჯი ”ფაზისი” მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის  სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვა.

პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე  გადავიდა.  სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები ფინანსედებიან, 7 მაისიდან საქართველოს მასშტაბით 15 პროფესიულ კოლეჯში 2000-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი  ისწავლას. ამიერიდან, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების  მომზადება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ  მომზადებული კადრები  შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების  მაჩვენებელი 75%-ია.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე