ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსთავის იუსტიციის სახლში ”Summer Job-ის” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს.  დღეს, საქართველოს განათლებისა  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე  პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სტუდენტების გაცნობა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დამსაქმებლების და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრა  რუსთავის იუსტიციის სახლში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში იმუშავებენ. საქართველოს ეროვნული არქივი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და  აღსრულების ეროვნული ბიურო საზაფხულოდ ათეულობით სტუდენტს დაასაქმებს.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა -”Summer Job”  ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში  25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე