ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში მშენებარე კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გლდანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავამ და დიმიტრი შაშკინმა მშენებლებთან ერთად, თავადაც მიიღეს მშენებლობაში მონაწილეობა. რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი მუშებს ბეტონის ჩასხმაში, ბლოკების გადაზიდვასა და შედუღებით სამუშაოებში ეხმარებოდა. 

გლდანში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს მიხეილ სააკაშვილი გაუწევს. გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით თავად ჩაუყარა საფუძველი მშენებლობას.

ახალი პროფესიული კოლეჯი ლითონის კონსტრუქციით შენდება და იქნება სრულიად შემინული. უკვე გამართულია კარკასი, მიმდინარეობს მოპირკეთებისა და გადახურვითი სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში დაიწყება შემინვითი სამუშაოები.

კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტექნიკური დარგების მიმართულებით ისეთ მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი  და სხვ.  კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

ახალი პროფესიული კოლეჯი  საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობაა.  კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, შენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ  მომზადებული კადრები  შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე