ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსები  ჩატარდა. დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსებში გამარჯვებულთა ფოტო და ნახატების გამოფენა და  დაჯილდოება გაიმართა. ნომინანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა დაასაჩუქრეს. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული   დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფოტოებისა და ნახატების კონკურსი “თბილისი ევროპული ქალაქი” და ინტერნეტვიქტორინა “მე ვიცნობ ევროპას” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის ორგანიზებით   ჩატარდა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში  6 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები  პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, მათ ასევე საჩუქრათ გადაეცათ წიგნები გამოცემიდან  “100 ადამიანი,  რომელმაც შეცვალა მსოფლიო”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე