ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი” 300 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას

7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით  შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნება ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

დღეს, პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდნენ. 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 300 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას.

,,იკაროსში“ მსურველები ისეთ მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან როგორიცაა მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის  სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი. კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან: სასტუმროები: “თბილისი-მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, ”შერატონი”, ”რედისონი”, მცირე ტევადობის სასტუმროები, რესტორნების ქსელი GMC და სხვა. პოტენციური დამსაქმებლებია ასევე მშენებარე ტრანსნაციონალური ბრენდები (ჰაიატი, ინტერკონტინენტალი,  კამპინსკი და სხვ.).

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.  წლის განმავლობაში  ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე