ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” ყრილობა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” I ყრილობა გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანელთა ეროვნული გმირის, გეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.

 “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ” ყრილობაზე მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, აგრეთვე ორგანიზაციის თავჯდომარემ სამირა ისმაილოვამ სტუმრებს ორგანიზაციის მიღწევები  და 3 წლის სტრატეგია გააცნო.

ყრილობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში გახდნენ სტუდენტები და დღეს, სახელმწიფო ენაზე ეუფლებიან თავიანთ მომავალ პროფესიებს.

ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს, რომლითაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით სარგებლობენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) აბარებენ, ერთი წლის განმავლობაში  ქართულ ენას ინტენსიურად სწავლობენ და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე სწავლას, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად აგრძელებენ.

ასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი წელს არჩევანს სამინისტროს მიერ დანერგილ ამ პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე