ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. დღეს, შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.

საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს შტაბის წევრებთან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და შტაბის სხვა წევრებთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.  
 
ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე