ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ეცნობიან

ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და ბიუროში არსებულ მუშაობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან. ლაბორატორიებში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდებიც ტარდება. სამი თვის განმავლობაში ბიურო 62 სკოლის 2500-მდე მოსწავლემ მოინახულა. 

დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის №14 და №16 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დაათვალიერეს. მათ მასპინძლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ხიზანიშვილმა გაუწიეს.

პროექტი საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის ინიციატივით ხორციელდება.

ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში მოსწავლეები ექსპერტების დახმარებით უშუალო მონაწილეობას იღებენ დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის  ცდების ჩატარებაში.

მოსწავლეები ვირტუალურად მოგზაურობენ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სადაც ლაბორატორიის უცხო DNM მასალით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შესვლა აკრძალულია.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე, ხარისხიანი, რაც ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად მუშაობის საშუალება აქვთ. ბიუროში მოქმედი მუშაობის პრინციპი და ტექნიკური აღჭურვილობა საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე