ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლები საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს. დღეს, დიმიტრი შაშკინმა სისტემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა უკვე შესრულებული და მომავალში დაგეგმილი სამუშაოები.

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წელსაც ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. სიახლეა  საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. წელს პირველად გამოცდები ახალი School Box-ების სისტემის გამოყენებით ჩატარდება. School Box-ი ეს არის თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება, მათ შორის, საატესტატო გამოცდების მაღალ დონეზე წარმართვაში.

ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის წესით IT სპეციალისტები შეირჩნენ, რომლებიც სკოლებში არსებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ზედამხედველობას და ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფენ. საჯარო სკოლები School Box-ებით და ახალი კომპიუტერებით უკვე აღიჭურვა.

,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მეორე წელია ტარდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე