პედაგოგთა ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდების შედეგები ცნობილია

წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდა. მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობამ გადალახა ბარიერი და მაღალი შედეგები აჩვენა:
გამოცდების მაღალი შედეგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა და სკოლების ”აინშტაინის ლაბორატორიებით” აღჭურვამ განაპირობა. პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაში ასევე მნიშვნელოვანია გაზრდილი ხელფასების ფაქტორი - ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს.
მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარეს, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ.
Video
- ბიოლოგიაში ექსპერიმენტული ნაწილი პედაგოგთა 90%-მა ჩააბარა;
- ფიზიკაში- 83%-მა;
- ქიმიაში - 74%-მა;