ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის შედეგები

სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა  ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. პედაგოგთა 54%–მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გასულ წელს მხოლოდ 23%-მა შეძლო ბარიერის გადალახვა. ახალი სასწავლო წლიდან ეს პედაგოგები ხელფასზე  დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ ხოლო ის,  ვინც საუკეთესო 25%–ში მოხვდა, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.

2011 წელთან შედარებით  წელს გამოცდებში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა  და უმრავლესობამ წარმატებით გადალახა ბარიერი. გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს. პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაციაა გაზრდილი ხელფასი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის ინგლისურენოვან უცხოელ მოხალისე პედაგოგებთან ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა რეგიონის პედაგოგებისთვის არის.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისას საგამოცდო ტესტით ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. მასწავლებელი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით აბარებს. დავალებების შესრულებისას პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები,  საძიებო სისტემები და ა.შ.

გამოცდის მიზანია, შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამისათვის პედაგოგს ინტერნეტის გამოყენება და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა მოეთხოვება.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე