ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. ოლიმპიადაში ოთხმა მოსწავლემ ერთდროულად ორ საგანში გაიმარჯვა, მინისტრმა მათ ფულად ჯილდოსთან ერთად, პერსონალური კომპიუტერები გადასცა:
  1. გიორგი ცხაკაია -  პირველ ადგილზე გავიდა გეოგრაფიასა და ისტორიაში (რაზმაძის სახ. ქუთაისის №41 საჯარო სკოლა).
  2. ნიკა საბაშვილი - პირველ ადგილზე გავიდა გეოგრაფიაში,  მეორეზე -ბიოლოგიაში (სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა);
  3. გიორგი სხირტლაძე - პირველ ადგილზე გავიდა მათემატიკაში, მეორეზე - ინფორმატიკაში (კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლა);
  4. გურამ ლობჟანიძე - მეორე ადგილზე გავიდა ბიოლოგიაში,  მესამეზე - გეოგრაფიაში ("მომავლის სკოლა");

ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.

2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  პირველ ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 1000 ლარი გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 31 მოსწავლეს - თითოეულს 500  ლარი. სკოლების რეიტინგის მიხედვით  პირველ ადგილზე გასულ 9 სკოლას თითოეულს 5000 ლარი  გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 9 სკოლას-თითოეულს 4000 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 9 სკოლას - თითოეულს 3000 ლარი.                                            

2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  უპრეცედენტო რაოდენობა - 265 000 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში 52 610 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამეში - 2293. ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად  შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და  მათი მომზადების დონე, რაც ზრდის კონკურენციას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე