მანდატურები და მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში

მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №179 საჯარო
სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია
ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი
კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული
მასალები იხილეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე ფალიაშვილის მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები და სხვადასხვა ფოტო მასალა დაათვალიერეს.
მანდატურების თქმით, მსგავსი აქციები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.


