ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ეთნიკური უმცირესობების სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.

ეროვნული შეფასება არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება. ჩატარებული ეროვნული შეფასება კი მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად წარმატებულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011-2012 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმები.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში მოხალისე ქართულენოვანი პედაგოგები ეხმარებიან. ქართული ენის გაძლიერებულად შესასწავლად კი სპეციალურად მათთვის  ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა.

სკოლები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით. ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 73 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 1000-მა პირველკლასელმა, მათმა მშობლებმა, ქართული ენის 100-მა მასწავლებელმა და 100 ქართულენოვანი მოხალისე და სკოლების დირექტორებმა (73).

ეროვნული შეფასებისას მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარი. სპეციალური კითხვარები შეავსეს ეროვნული შეფასების უფროსმა მონაწილეებმა (მშობლებმა, ქართული ენის მასწავლებლებმა, ქართულენოვანმა მოხალისეებმა და დირექტორებმა), სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისა და გატარებული რეფორმების მიმართ.

ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდება, რამდენად ეფექტურია არაქართულენოვან სკოლებში დანერგილი სიახლეები, როგორია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე ქართული ენის შესწავლის მხრივ, როგორია შეფასებაში მონაწილე ჯგუფების დამოკიდებულება გატარებული რეფორმების მიმართ. ივნისის დასაწყისიდან მომზადდება ანგარიში, დასკვნები და რეკომენდაციები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე