ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი” 200 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას

თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები შეუდგნენ სწავლას. მათ შორის 48 დევნილის სტატუსით სარგებლობს, მათგან 20 სოციალურად დაუცველია და  შესაბამისად,  1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსდა.

დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პოფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ და მათთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერეს.

კოლეჯი ”ფაზისი” მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის  სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვა.

პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე  გადავიდა.  სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები ფინანსედებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე