ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს

საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც  საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.

თბილისის №89-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, პრეტესტი, ერთი მხრივ,  დამატებითი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, ტესტური დავალებების ნიმუშებს და კომპიუტერულ სისტემას გაეცნონ, მეორე მხრივ კი, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გამოსაშვები გამოცდების წინ გენერალური რეპეტიცია გაიარონ.

19 მაისს პრეტესტი  09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უცხო ენის, ისტორიისა და  გეოგრაფიის დავალებებზე იმუშავეს.

20 მაისის განრიგის მიხედვით კი, მოსწავლეები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მათემატიკის ტესტებზე იმუშავებენ.

პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს მეთორემეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 30 მაისს დასრულდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე