ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე  სოციალურ საწარმო „Auto Life“-ს ესტუმრნენ და ის ახალგაზრდები მოინახულეს, რომლებიც საწარმოში სამუშაო პრაქტიკას გადიან.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდები გაიცნეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერეს. ავტომობილების მომსახურების ცენტრში - „Auto Life“ ავტო შემკეთებლის პროფესიას 5 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ეუფლება.

ლაშა ბიჭიაშვილი მანქანის დაშლა-აწყობას და სავალი ნაწილების შეკეთებას სწავლობს, თემურ ნოღაიდელი და ჯემალ ციბროშვილი მეთუნუქის პროფესიას ითვისებენ, ხოლო თორნიკე ვარაზაშვილი და ბაჩანა მენთეშაშვილი ავტომობილების შეღებვის პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

2010 წლიდან ასოციაცია “Life Chance”-მა, გერმანიის საელჩოს დახმარებით, სოციალური საწარმო “Auto Life” დააფუძნა. სოციალური საწარმოს მიზანია, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და ბავშვთა სახლების ყოფილ აღსაზრდელებს, დაეუფლონ ავტო შემკეთებლის პროფესიას და მიიღონ გრძელვადიანი დასაქმების შანსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 17-მა ახალგაზრდამ უკვე წარმატებით გაიარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება. წარჩინებული მოსწავლე, ახალგორიდან დევნილი ნიკა ბაციკაძე 3 თვით გერმანიაში გაემგზავრა და პრაქტიკა Ford Apple & Wilhelm Maibach - ის პროფესიულ სასწავლებელში გაიარა.

2012 წლის სექტემბრიდან, ორგანიზაცია “Life Chance” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების ახალ კურსებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ყოფილი აღსაზრდელები ავტომობილების შეკეთების სფეროში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე