ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს”

საქართველოს პარლამენტში თემაზე: “მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს”  ფოტოგამოფენა მოეწყო. პარლამენტის წევრებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფოტოგამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.  

ფოტოგამოფენა  პროექტის „საქართველოში 100%-ით თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებით და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის  მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. პროექტი  საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივასთან „Don’t Worry, Be Healthy”  თანამშრომლობით ხორციელდება.  

ფოტოგამოფენის მიზანია საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება თამბაქოს კონტროლის სფეროში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. ასევე,  თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის წამოწყება და მხარდაჭერის ინიცირება.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამული გაფრთხილებები თამბაქოს მავნებლობის შესახებ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე