ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

33 ქართველი მანდატური NASRO-ს წევრი გახდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო სკოლა’’  მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი  საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) წევრი გახდა. ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.

საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი ორი წლის წინ ამოქმედდა.  მანდატურები ყველა ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სკოლაშია. საქართველოს მასშტაბით მოზარდების უსაფრთხოებას 1500-ი მანდატური იცავს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მანდატურის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, სკოლებში ძალადობა 95 %  შემცირდა, ასევე  სტატისტიკური მონაცემებით  აღმოფხვრილია თამბაქოს მოხმარების ფაქტები:

  • 80%  -ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები;
  • 95%  -ით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები;
  •  90% -ით  შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;
  • 80%  -ით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
  • 75%  -ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ შატალო).

კონფერენციის ბოლო დღე ასევე დაეთმო სამომავლო გეგმების განხილვას. უცხოელმა სტუმრებმა ასევე  შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა და თავიანთ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე