ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ლიტველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლიტვის განათლების მინისტრს გინტარას სტეპანავიჩუსს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს, ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს. 

ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი  სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმით, მანდატურის ინსტიტუტით  დაინტერესდა და ის მზადაა სკოლის მანდატურის სამსახური ლიტვის სკოლებშიც დაინერგოს.

შეხვედრის შედეგად ასევე გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება. ქართველი სტუდენტები ლიტვაში, ხოლო ლიტველი ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს  სასწავლებლებში ისწავლიან. ამასთანავე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ლიტველი პროფესორები, ხოლო ქართველი პროფესორები ლექციებს ლიტვის უნივერსიტეტებში წაიკითხავენ.   

დიმიტრი შაშკინმა ლიტველ კოლეგას სისტემაში მიმდინარე ყველა დანარჩენი პროექტებიც  გააცნო. საუბარი შეეხო ამჟამად მიმდინარე საატესტატო  გამოცდებს, რომელიც CAT-ის სისტემით ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება.  მხარეებმა ისაუბრეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებაზე და ყველა იმ სიხლეზე, რომელიც საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე