ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეს მეთორმეტეკლასელებმა ისტორიის გამოცდა ჩააბარეს

დღეს, 23 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები  ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად კერძო სკოლა ”ოლიმპში” აკვირდებოდა.

განრიგის მიხედვით, ისტორიის გამოცდის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ, 24 მაისს  გამოცდას გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ. მინისტრის ბრძანებით,  საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა.

სატესტატო გამოცდებისთვის მზადებას საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. საგამოცდო ოთახებში მუშაობს ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები ტექნიკურად გამართულია გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს.  ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

ყველა დაინტერესებულ პირს მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობის გაცნობა სახლიდან გაუსვლელად,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში  შეუძლია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე