ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოელი პედაგოგების საქველმოქმედო აქცია უნარშეზღუდული ბავშვებისთვის

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაცია First Step Georgia-ს ცენტრს ესტუმრნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს. 

სპეციალურად ბავშვებისთვის უცხოელმა პედაგოგებმა სხვადასხვა აქტივობები - სიმღერები,  თამაშები მოამზადეს და ცენტრის ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში გაართეს.

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან - კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან, ლიტვიდან, ირლანდიიდან, ფილიპინებიდან, ჩეხეთიდან  და ა.შ.  იმყოფებიან.

საქართველოს ყველა რეგიონის სკოლაში ისინი ქართველ მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან თუმცა, საკუთარი ინიციატივით, პარალელურად ისინი მსგავს ღონისძიებებში ჩაერთნენ. როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ისინი სისტემატურად სტუმრობენ არა მხოლოდ მზრუნველობამოკლებულ, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, უცხოელი პედაგოგები სპეციალური გასართობი პროგრამებით ბავშვებთან ვიზიტებს  თავად გეგმავენ და თავადვე ახორციელებენ.

ზაფხულის განმავლობაში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე