ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აბრეშუმის გზის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში ”ევრაზიის ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და პერსპექტივა” მიიღო მონაწილეობა.

25-26 მაისს კონფერენცია შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, აშშ-ს,  აზერბაიჯანის, პოლონეთის, ჩეხეთის,  ერაყისა და რუსეთის წარმომადგებლები მიიღებენ.

კონფერენციის თემატიკა: ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის განვითარების თეორიები და პრაქტიკული მაგალითები; საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა; ბიზნეს განათლება; გლობალიზაცია და თანამედროვე ეკონომიკა; ისტორია და კულტურა; სოციალური და გეოპოლიტიკური გამოწვევები; ტურიზმი და ინვესტიციები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას მეშვიდედ ატარებს და ხელს უწყობს, როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას და დახვეწას, ასევე სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად და  საზოგადოების ინფორმირებას კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებით.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე