ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გეოგრაფიის გამოცდის მიმდინარეობას მინისტრი სომხურენოვან სკოლაში აკვირდებოდა

დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები  გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.

არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს. წელს საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები საატეტსტო გამოცდებს საკუთარ ენაზე აბარებენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ, 25 მაისს გამოცდას ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე ირიცხებიან. წარმატებული აბიტურიენტები ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გადიან და სასურველ სპეციალობებზე სწავლას ქართულ ენაზე განაგრძობენ.

სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილია ქართული ენის სახელმძღვანელოები დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დონეების მიხედვითაა დაყოფილი.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე