ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ

ახალი სასწავლო წლიდან  საქართველოს მასშტაბით კიდევ 250-მდე პედაგოგი მიიღებს ათასლარიან ხელფასს. სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 250-მდე სხვადასხვა საგნის პედაგოგი  საუკეთესო 25%–ში მოხვდა და ხელფასი 1000 ლარი გაუხდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პედაგოგი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. საუკეთესოებს შორის არიან:
  • თეონა შერეზადაშვილი - ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მიხეილ გაბისკირია - კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი;
  • ქეთევან ბარხუდანაშვილი - თელავის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდაში წელს 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. გამოცდა 54%-მა ჩააბარა, მათგან საუკეთესოები ახალი სასწავლო წლიდან 1000 ლარიან ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენები ხელფასზე  დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.

ინტეგრირებულ გამოცდა  წელს მეორედ ჩატარდა და  2011 წელთან შედარებით  მასში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა, ბარიერი უმრავლესობამ დაძლია, 28 მაისს აპელაციის შედეგებიც გახდება ცნობილი.

გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს.  პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაცია გაზრდილი ხელფასია.

 გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგები მიმდინარეობდა. ინტენსიური ტრენინგები ყოველდღიურად ტარდებოდა, რომელშიც თბილისის გარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებელი მონაწილეობდა. მასწავლებლის სახლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 356 პედაგოგი მოამზადა. გადამზადება სპეციალური ტრენინგ-მოდულების მიხედვით  ხორციელდებოდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე